logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სასამართლომ დაადგინა ხაზარაძის დანაშაული და უწოდა თაღლითი - თაღლითი დაარქვა სასამართლომ, ეს არა პოლიტიკური მოსაზრებაა, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ფაქტი და მოცემულობა
- +

6 თებერვალი. 2024. 15:46

 

 

სასამართლომ დაადგინა ხაზარაძის დანაშაული და უწოდა თაღლითი, უბრალოდ დანაშაული იყო ხანდაზმული. თაღლითი დაარქვა სასამართლომ, ეს არა პოლიტიკური მოსაზრებაა, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ფაქტი და მოცემულობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მახსოვს ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მთელი სერიოზულობით მამუკა ხაზარაძე საკომიტეტო მოსმენაზე ამტკიცებდა, რომ თავისი მეგობრისგან, ჭუტა წერეთლისგან 17 მილიონი ისესხა ისე, რომელიც თურმე იმავე დღეს ჭუტა წერეთელს ჰქონია გამოტანილი სხვა მიზნით და ასესხა მამუკა ხაზარაძეს ისე, რომ უთქვამს, მისი ბანკიდან რომ იყო გამოტანილი. ამ ვერსიას ავითარებდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, დაურეკა - თუ ძმა ხარ, 17 მილიონი ხომ არ გექნებაო? - კი კაცო, როგორ არ მექნებაო, და თან დაუმალა, რომ მისივე ბანკიდან იმავე დღეს ჰქონდა გატანილი. ამ ხალხისგან რაღა გვიკვირს? დღეს საჩივრებით დადიან სხვადასხვა მიმართულებით, ვინც კი იტყვის, რომ ნაცებთან იყვნენ შეკრულები და არეკეტებდნენ ბიზნესს. სასამართლომ დაადგინა მისი დანაშაული და უწოდა თაღლითი, უბრალოდ დანაშაული იყო ხანდაზმული. თაღლითი დაარქვა სასამართლომ, ეს არა პოლიტიკური მოსაზრებაა, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ფაქტი და მოცემულობაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner