logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერაქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და ქართულმა მხარემ აღკვეთა
- +

6 თებერვალი. 2024. 15:46

 

 

„ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს ფორმალურ  პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც, ორი წუთი დაეთმო დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაში ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთაზე.

 

„ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა.

 

ამ ფონზე, უკრაინის ნაძირალა ოფიციოზი რაღაც აბდაუბდა განცხადებით შემოიფარგლა და ყველაზე მთავარი - საქართველოს ფორმალურ  პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც ორი წუთი დაეთმო დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაში ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთაზე.

 

თუმცა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა - გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“  უკრაინაში და ხელის გოგო, ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner