logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ვერ შეთანხმდნენ ვის უნდა წაეყვანა სხდომა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ ამბობს ახლა, რომ ირაკლი კობახიძე არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო
- +

6 თებერვალი. 2024. 15:49

 

 

რეალურად იცით რაზე ვერ შეთანხმდნენ? ვინ წაიყვანდა სხდომას. სხდომა უნდა წაეყვანა ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, თუ ფრაქციის ხელმძღვანელს, სხვას ვის უნდა წაეყვანა?! ჩვენ ვასწავლოთ? რეალურად ამაზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ ამბობენ ახლა, რომ არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო”, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინარაძე ამ განცხადებით ხვალ დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მინისტრობის კანდიდატებთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდება.

 

„დღეს უთქვამთ, ცალკე არ გვხვდება ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობასო“. ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია იცით რამდენია პარლამენტში? - ათი. ცხრა ოპოზიციური ჯგუფია და ერთი ფრაქცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე უნდა ილაპარაკოს თურმე პრემიერობის კანდიდატმა და მინისტრობის კანდიდატებმა ათჯერ. რეგლამენტში წერია, რომ ხვდება ამ ხალხს. იყო შეთავაზება საორგანიზაციო საკითხის იმგვარად, რომ ოპოზიციას შეხვდეს ერთად და უმრავლესობას ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოდიოდა, რომ 12 შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა და ერთი და იგივე ესაუბრა. სპეკულაციური არგუმენტია [რომ არ ხვდება მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“]. რეალურად, იცით, რაზე ვერ შეთანხმდნენ? ვინ წაიყვანდა სხდომას. სხდომა უნდა წაეყვანა ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, თუ ფრაქციის ხელმძღვანელს, სხვას ვის უნდა წაეყვანა?! ჩვენ ვასწავლოთ? რეალურად ამაზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ ამბობენ ახლა, რომ არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner