„პატივს ვცემ ასაკს, ქალს, ყველაფერს, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: ახლა მაინც, დასკვნითი სიტყვით რომ გამოხვალთ, თქვათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენმა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე სტატუსს ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები არ არიგებენ. ჩვენ მათი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულაც ვნახეთ, დისკუსიაც, კამათიც და ამ დისკუსიაში ჩვენი მყარი არგუმენტებით გავიმარჯვეთ და მივიღეთ სტატუსი. ყველა შეეგუოს იმას, რომ ამ ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები დღესაც და მომავალშიც მიიღება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან. შესაბამისად, თავს ზემოთ ძალა უნდა ვიპოვოთ და ვთქვათ, რომ საქართველო მაშინაც იმსახურებდა, როდესაც თქვენ საპირისპირო თქვით და დაიჩაგრა ქვეყანა, და მაშინაც, როცა მიიღო, და მომავალშიც სხვაზე მეტად იმსახურებს, რომ თავისი ტრადიციებით, სწორი აზროვნებით, მენტალობით, თვითმყოფადობით, ისტორიით და კულტურით იყოს ევროპის ოჯახის წევრი“, - აღნიშნა მდინარაძემ.