„თქვენი დღევანდელი გამოსვლა იცით რა იყო, თქვენ თავი მოუყარეთ 2 წლის განმავლობაში რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ხანია ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა.
„თქვენ თავი მოუყარეთ 2 წლის განმავლობაში რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს. დაწყებული რაღაც მცდელობებით, რომ საქართველო ჩართულიყო მეორე ფრონტად ამ ომში, რუსეთ-უკრაინის ომში, რა პირველი ტყუილებიც იყო, ამ ტყუილებიდან დაიწყეთ და დღევანდლამდე მოტანილი ტყუილებით დაამთავრეთ. ამ ტყუილების გამაგრების მცდელობით. ამ დარბაზში მსხდომებმა, იქნება უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთი განსხვავება იპოვეთ ყველაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლის და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის. ვერ იპოვით. იცით რატომ? სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ დიდი ხანია მათ რიგებში გადაინაცვლა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.