logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში?! ხომ შეიძლებოდა ერთი სიტყვა ეთქვა ქალბატონ სალომეს?!
- +

6 თებერვალი. 2024. 16:09

 

 

არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში?! ხომ შეიძლებოდა ერთი სიტყვა ეთქვა ქალბატონ სალომეს, რომ აი ეს, ერთი კარგი ამბავი ხდება, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტის წლიური ანგარიში.

 

„ადამიანი, რომელიც დღეს ფორმალურად კვლავ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, პრეზიდენტად აირჩა მას შემდეგ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები არ გამოვიკიდეთ. ამის შემდეგ, ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა მისი მესიჯბოქსი. 26 მაისს, რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.

 

არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში?! ხომ შეიძლებოდა ერთი სიტყვა ეთქვა ქალბატონ სალომეს, რომ აი, ეს, ერთი კარგი ამბავი ხდება. როცა კვირა არ გავა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს უდიდესი პროგრესი. არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესზე ყველა ობიექტური კვლევა არ მეტყველებდეს - არცერთ ამასთან დაკავშირებით ქალბატონ სალომეს არცერთი სიტყვა არ უთქვამს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner