logo_geo
eng_logo
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს
- +

6 თებერვალი. 2024. 16:15

 

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა – შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა.

 

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი, ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. სპეციალური დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის დირექტორმა, არმენ ბაგდასაროვმა გადასცა.

 

24 წლის გრიგალაშვილი 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასულ წელს ტატომ პარიზის გრანდ სლემიც მოიგო.

 

დოჰაში მსოფლიო პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მედლის დაუფლება ორჯერ მოახერხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner