„ქალბატონო სალომე, თქვენ აჰყევით საუკუნის აფიორას ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანს დაარქვათ რუსული და ეს არის ყველაზე ამორალური”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
„ქალბატონო სალომე, თქვენ აჰყევით საუკუნის აფიორას ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით. თქვენს შვილებს, ჩვენს შვილებს, ჩემს შვილებს რას ეუბნებით, რომ მისი მამა, დედა ჩართული იყო რუსული საქმის კეთებაში?! ატყუებთ, პირდაპირ ატყუებთ. ხომ ყველამ იცის, რომ ეს საუკუნის აფიორა წამოვიდა იქიდან, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანის რუსულ კანონად მონათვლის მცდელობა იყო. ამერიკულის თარგმანს ამ ხალხმა, რომლებმაც იმავნებლეს, დაარქვა რუსული კანონი. თქვენ დღეს მათ კიდევ ერთხელ გაუმყარეთ ეს ძალიან ბინძური მცდელობა, ამერიკულის გარუსულებისა. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანს დაარქვათ რუსული და ეს არის ყველაზე ცუდი, ამორალური რამ, რაც შეიძლება ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა იკადროს“, - აღნიშნა მდინარაძემ.