უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.
როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი წერს, შესაბამის დადგენილებას მხარი დაუჭირა 335 დეპუტატმა.
საომარი მდგომარეობა 90 დღით, 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდება. რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა უკვე მეათედ გაახანგრძლივა.
ამასთან, დეპუტატებმა 323 ხმით მობილიზაციის 90-დღით გახანგრძლივებასაც დაუჭირეს მხარი.