logo_geo
eng_logo
მეტეხის დაუმარცხებელი ციტადელის ისტორია
- +

13 სექტემბერი. 2016. 21:48



​თბილისის მესამე ნაწილი, მარცხენა სანაპირო - ისანი, სეიდაბადსა და კალასთან შედარებით, გვიან განაშენიანდა, მაგრამ საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული. ისანი და მის მიმდებარედ ავლაბრის ზეგანზე მოსახლეობა მას შემდეგ მომრავლდა, რაც პლატოზე ქალაქის მეორე ციტადელი აშენდა. ზუსტი თარიღი ამ გამაგრებული ციხის აგებისა დადგენილი არ არის, მაგრამ, ალბათ, ეს მოხდა V საუკუნის მეორე ნახევარში და დაკავშირებული უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან. მარცხენა ნაპირზე აღმართული სიმაგრე პირდაპირ კლდის ქიმზე იყო გადმოკიდებული (ახლა მეტეხის) და მაშინ მტკვრის აზვირთებულ ვიწრობს 40-50 მეტრით აღემატებოდა. სიმაგრე ორი ნაკვეთისგან შედგებოდა, სულ 0,17 ჰექტარი ფართობით. ზემო ნაკვეთი თვით მეტეხის პლატოს ეკავა, ხოლო ქვემოთას კედლები მდინარემდე აღწევდა და კარიბჭის ოთხკუთხა საგუშაგო კოშკურით მთავრდებოდა.


წელს ქალაქის თვითმმართველობის უხუცესმა, ბაგრატ IV მოიწვიეს თბილისზე საბატონოდ, მაგრამ არაბი მეციხოვნენი არ დამორჩილდნენ მეფეს: "ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მისცეს ისნი." ბაგრატ მეოთხემ სცადა ძალით აეღო ციხე და საამისოდ კატაპულტირებაც გამოიყენა, მაგრამ ნატყორცნი ლოდები მეტეხის კედლებს ასკდებოდნენ, იფშვნებოდნენ, ციხეს კი სერიოზულ ზიანს ვერ აყენებდნენ.


გამაგრებული ციხის ძირში მტკვარზე გადებული იყო ორმალიანი ხიდი, რომლის ქვეშ თავისუფლად დასრიალებდნენ საქონლით დატვირთული პატარა სამდინარო ნავები. როცა ორთაჭალის კაშხალ-ხიდის რაბები იხსნება და მტკვარში წყალი ძველ დონემდე იკლებს, მარცხენა ნაპირას, დღევანდელ მეტეხის ხიდთან, დაახლოებით 25 მეტრის დაშორებით, შიშვლდება ქვისა და აგურისგან ნაშენები უძველესი ხიდის საძირკველის ნაშთები. ამ ხიდს იხსენებს იოანე საბანისძე თავის "აბო თბილელის მარტვილობაში". საბანისძე იმასაც გვაუწყებს, რომ მარცხენა ნაპირზე, იქ სადაც კლდე "დაკიდული, მიუვალია," იმყოფებოდა "სადილეგო," ხოლო ციხის კედლებს უკან - "საგოდებელი". ალბათ, აქედან წარმოსდგა მეტეხის პლატოს პირვანდელი სახელწოდება - სოღდებელი.


მეტეხის ციხეს არაბი ამირებიც ამაგრებდნენ. მათ კლდის მასივი გაჭრეს და ციხეს აღმოსავლეთი მხრიდან 10 მეტრის სიღმისა და 20 მეტრის სიგანის ვეებერთელა ხევი შემოარტყეს, რომელიც ნახევარ კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდებოდა და საკმაოდ ციცაბო იყო. ამ ხევის კვალი მკაფიოდ ჩანს მოპირდაპირე მხრიდან, აბანოების უბნიდან. ამ ხევთან მთავრდება ახლანდელი ავლაბრის სამი ქუჩა: სუისისა და მეტეხის შესახვევი. დიდი ხნის წინათ გამქრალა ხევის ნაკვალევზე მაჭრის შესახვევი, არაბების დროს სოღდებელის ტერიტორიას ისანი დაერქვა.


ისნის მნიშვნელობა თბილისის ცხოვრებაში განსაკუთრებით გაიზარდა არაბთა განდევნის შემდეგ. ერთიანი ქართული სახელმწიფოს მეფეებს აქ გადმოაქვთ თავისი რეზიდენცია. XII -XIII საუკუნეებში ისნისკენ მოემართებოდნენ დესპანები და სტუმრები, მეზობელი სახელმწიფოებიდანაც და უფრო შორეული ქვეყნებიდანაც, აქ წყდებოდა ომისა და მშვიდობის საკითხები, ქართული სახელმწიფოს ბედ- იღბალი.


საომარი და საგუშაგო ქონგურებიანი მასიური კედლები, საიმედოდ აცალკევებდა მეფის სამყოფელს მოუსვენარი ქალაქისგან. ციხის გალავანში შესულს თვალწინ, წარმოუდგენლად მდიდრული ქვის სასახლე გადაეშლებოდა. მეფის ოჯახის დავალებით ზედ ქვის პირას, მეტეხის ეკლესია იდგა, ხოლო ცოტა მოშორებით, სამეფო ბაღს იქით მოჩანდა ქვის ნაგებობები სასახლის წვეულთათვის, მეციხოვნეებისთვის, აგრეთვე სამოახლო და სამეურნეო შენობები. მეტეხის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის გამო, ისნის პლატოს, შემდეგ მეტეხისა დაარქვეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner