logo_geo
eng_logo
ტრამპი: აშშ-ის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სრული იმუნიტეტი, რათა სათანადოდ იმუშაოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ
- +

6 თებერვალი. 2024. 22:32

აშშ-ის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სრული იმუნიტეტი, რათა სათანადოდ იმუშაოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

 

მანამდე აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი.

 

 

"ქვეყნის ასეთი დამღუპველი გადაწყვეტილება დაუშვებელია. ეს გადაწყვეტილება თუ არ გაუქმდება, საშინლად დააზარალებს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლეს, სუნთქვასა და წარმატებას", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner