აზერბაიჯანი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო უბნები ხვალ, დილის 8 საათზე გაიხსნება, 26 მათგანი ყარაბაღის რეგიონში, რის გამოც ბაქოში არჩევნებს ისტორიული უკვე უწოდეს.
არჩევნებს ქართული დელეგაციაც დააკვირდება, რომლის წარმომადგენლებიც ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე აზერბაიჯანში არიან.
„გავეცანით წინასაარჩევნო პერიოდს სამზადისს კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით და ჩვენი მანდატის ფარგლებში ასევე გვექნება შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს დედაქალაქის მასშტაბით დავაკვირდეთ, როგორც [უბნების] გახსნის, ასევე კენჭისყრის მიმდინარეობას და შემდგომ დახურვისა და შედეგების ცესკოში გადაცემის პროცესს და გვქონდეს ჩვენი მიგნებებისა და რეკომენდაციების თაობაზე ჩვენს კოლეგებთან [აზრთა] ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა.
გარკვეული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება ვიდეოკამერები, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებას იძლევა, რაც აძლევს როგორც ამომრჩეველს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, დისტანციურად დააკვირდნენ კონკრეტულ საარჩევნო უბანს, რაც გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.