logo_geo
eng_logo
ანი ჩხიკვაძე გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების გავრცელებით
- +

6 თებერვალი. 2024. 23:33

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კორესპონდენტი, ანი ჩხიკვაძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღებას ქართული სპეცსამსახურების რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებად წარმოაჩენს.

 

 

 #სინამდვილეში, ანი ჩხიკვაძის განცხადება როგორც ქართული სახელმწიფოს და სპეცსამსახურების, ისე საზღვრის დაცვის სფეროში საქართველოს და აშშ-ის განსაკუთრებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა.

 

 

ანი ჩხიკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან დაკავშირებული პირია და გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების გავრცელებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner