logo_geo
eng_logo
ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, მიიღოს ორპარტიული საიმიგრაციო კანონპროექტი
- +

7 თებერვალი. 2024. 01:07

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, მიიღოს საზღვრის უსაფრთხოების ზომებისა და თავშესაფრის შეზღუდვის შესახებ ორპარტიული საკანონმდებლო პაკეტი.

 

 

ჯო ბაიდენმა კანონპროექტს უწოდა "ყველაზე სამართლიანი, ჰუმანური რეფორმა ჩვენს საიმიგრაციო სისტემაში და ყველაზე მკაცრი რეფორმები საზღვრის დასაცავად".

 

 

"ახლა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არც კი გავა სენატის სხდომაზე. რატომ? მარტივი მიზეზი: დონალდ ტრამპი. რადგან დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ეს მისთვის ცუდია პოლიტიკურად", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს ამ საკითხის იარაღად გამოყენება ურჩევნია, ვიდრე რეალურად მისი მოაგვარება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner