აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს „ჰამასის“ პასუხს მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ის განიხილავს „ჰამასის“ პასუხს ისრაელის ოფიციალურ პირებთან.
"ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და მართლაც აუცილებელია", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ დადებითი პასუხი გასცა მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას.
"პასუხი შეიცავს რამდენიმე კომენტარს, მაგრამ ზოგადად დადებითია. თუმცა, გარემოებების სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებს არ შევეხებით", - აღნიშნა კატარის პრემიერმა.