ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ჩილეს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პრეზიდენტი პინიერა ქვეყანას მართავდა და ჩვენ მას გავიხსენებთ იმით, თუ როგორ მიუძღვნა თავისი ცხოვრება საჯარო სამსახურს", - განაცხადა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოამ.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.
სებასტიან პინიერა ორჯერ იყო ჩილეს პრეზიდენტი, 2010-2014 და 2018-2022 წლებში.