logo_geo
eng_logo
The New York Times: უკრაინას მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს
- +

7 თებერვალი. 2024. 01:51

უკრაინის გასული წლის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რუსეთის თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვალად გამოიყურება, "რესპუბლიკელები" ვაშინგტონში ბლოკავენ უკრაინის შემდგომ დახმარებას, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მისი მთავარი გენერლის გადაყენებას აპირებს, რომელიც მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი შეიძლება გახდეს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით მშვიდობა უკრაინაში - როგორი შეიძლება იყოს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება.

 

 

"უკრაინისთვის რთული მომენტია. ახლა საკითხავია, რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას. ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ან უკრაინამ ან რუსეთმა განახორციელონ უფრო წარმატებული სამხედრო მოქმედებები მიმდინარე წელს. მაგრამ წლევანდელი ბრძოლის ყველაზე სავარაუდო შედეგი არის მუდმივი ჩიხი. ეს ჩიხი განსაზღვრავს როგორ დასრულდება ომი", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "უკრაინას მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს".

 

 

"უკრაინელებს სჯერათ თავიანთი ბრძოლისუნარიანობის. მათ დაიცვეს კიევი, დაიბრუნეს ხერსონი და გააძევეს რუსეთი ხარკოვიდან 2022 წელს. [...] მათ თავიდან აიცილეს ყველაზე ცუდი შედეგი: დამარცხება, მათი დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, ხელისუფლებაში რუსული მარიონეტის დაყენება. ბევრი უკრაინელი ახლა მიიჩნევს, რომ რუსეთთან დათმობა ნიშნავს, რომ მათი თანამემამულეები ტყუილად დაიღუპნენ", - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

სტატიის ავტორი წერს, რომ სიტუაცია მძიმეა, უკრაინამ ახალგაზრდების თაობა დაკარგა და მას ასევე ეწურება საბრძოლო მასალა, მარაგი და აღჭურვილობა.

 

 

"თუ უკრაინა ვერ მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად, რა სახის გარიგება შეიძლება დადოს?" - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

"ვლადიმირ პუტინი შეიძლება დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მას აძლევს ტერიტორიას, რომელიც ახლა ოკუპირებულია და რომელიც აიძულებს უკრაინას დარჩეს ნეიტრალური და შეაჩეროს ევროპასთან ინტეგრაცია. უკრაინელები ამ გარიგებას კაპიტულაციას უწოდებენ. მაგრამ დამატებითი ამერიკული დახმარების გარეშე, ისინი იძულებულნი შეიძლება გახდნენ მიიღონ ის. უკეთესი გარიგება უკრაინას დაუბრუნებს თავისი მიწის ნაწილს მაინც, ასევე დაპირება, რომ შეერთებული შტატები და ევროპა დაეხმარებიან მას რუსეთის წინააღმდეგ დაცვაში. შესაძლოა, მაშინ პუტინი ორჯერ დაფიქრდება შემდგომ თავდასხმებზე. ამ სცენარით, უკრაინა შესაძლოა დაუყოვნებლივ არ გაწევრიანდეს ნატოში ან ევროკავშირში, რომლის პერსპექტივამ ხელი შეუწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრას", - წერს სტატიის ავტორი.

 

 

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელი გახდეს, უკრაინას დასჭირდება უფრო ძლიერი არმია რუსეთის სიძლიერის შესასუსტებლად და კონგრესის მიერ გამოყოფილი დახმარება გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება გახდეს ცუდ და უკეთეს შეთანხმებას შორის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner