კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ დადებითი პასუხი გასცა მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
პასუხი მოიცავდა ელემენტებს, რომელიც არ იყო შეთავაზებული ისრაელის მიერ, მათ შორის "ყოვლისმომცველი და სრული ცეცხლის შეწყვეტა" და "ალყის მოხსნა ღაზის სექტორზე", ასევე "პატიმრების გაცვლის დასრულება".
"პასუხი შეიცავს რამდენიმე კომენტარს, მაგრამ ზოგადად დადებითია. თუმცა, გარემოებების სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებს არ შევეხებით", - აღნიშნა კატარის პრემიერმა.