logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში ჩამოასვენეს
- +

7 თებერვალი. 2024. 08:05

 

 

უკრაინიდან საქართველოში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური ჩამოასვენეს.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები დახვდნენ და პატივი მიაგეს, ადგილზე გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები და ააჟღერეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.

 

როგორც ცნობილია, ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში, „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner