logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აქტიურად მიდის ე.წ "მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ყველანაირად ცდილობენ, ხალხს უთხრან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან
- +

7 თებერვალი. 2024. 10:29

 

 

 

ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პარალელურად აქტიურად მიდის ეგრედწოდებული "მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს - როგორმე გაემიჯნონ ნაცებს.

 

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს.

 

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე ვრცლად კარგა ხანია არ დამიწერია და ვფიქრობ, მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ. თუმცა კი, არაფერია აქ ღრმა და ამოსახსნელი - მაინც უნდა ითქვას სათქმელი.

 

ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. მათ იციან, რომ უმძიმესი კრიმინალური წარსულით დამძიმებულ და სისხლით "დასვრილ" ნაცმოძრაობას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს. ამიტომ გადაწყვიტეს პატრონებმა ამ პარტიის ხელოვნური დაშლა და თავმჯდომარედ დაუნიშნეს კლოუნი ხაბეიშვილი, რამაც შეუწყო კიდეც ხელი პარტიიდან ხალხის გადინებას.

 

პარალელურად აქტიურად მიდის ეგრედწოდებული "მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ლელო, გახარია, გვარამია, ზურაგირჩი... ეს არის ხალხი, რომელზეც პატრონებმა გათვლა გააკეთეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან.

 

ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს - როგორმე გაემიჯნონ ნაცებს. გვარამია იძახის მიშა ჩემი კონკურენტიაო, გახარია მიშას აგინებს, ხაზარაძე/ჯაფარიძე ყველაზე ხშირად სწორედ ნაცებს აკრიტიკებენ.

 

არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს. რა მცდელობა გამიჯნავს ერთმანეთისგან სააკაშვილს და მის იდეოლოგ გვარამიას? სააკაშვილს და მის რეკეტიორ ხაზარაძეს? სააკაშვილს და მის ყურმოჭრილ მონა ზურაგირჩის? ცხადია, მათი ფორმალური გამიჯვნა ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის.

 

როგორც რუსები იტყვიან, ნეხვისგან კანფეტი არ კეთდება”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner