logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება
- +

7 თებერვალი. 2024. 11:17

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება.

 

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართეს.

 

სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს და შემდეგ განსახორციელებელი პროექტებიც შეარჩიეს.

 

შეხვედრაზე ადგილობრივებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის სხვა საჭიროებებსა და მათ განხორციელებაზეც იმსჯელეს.

 

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე სოფლის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner