logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილს თავისმა პატრონმა დაურეკა და უთხრა: „სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები“
- +

7 თებერვალი. 2024. 12:10

 

 

სალომეს ფანჩატური იმავე ბედს გაიზიარებს, რაც შალიკოს ფანჩატურს და იმ მუსტანგს ეწია, რომელიც ჰყავს ხაზარაძეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ზურაბიშვილმა პარლამენტში პრაქტიკულად წაიკითხა თავისი პატრონის მიერ დაწერილი სიტყვა, სადაც დაურეკეს და უთხრეს, რომ „სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები“. ახლა შექმნის ფანჩატურს და მას დაანონსებული არ ჰქონდა ეს ფანჩატურის შექმნა, რომ გამოვარდა გვარამია და თქვა, რომ მე ვიქნები მთავარი იდეოლოგიო, მერე გამოვიდა ხაბეიშვილი და თქვა, რომ მე დინამოს ვიმღერებ კარგადო, ხაზარაძემ მე მუსტანგით მოგემსახურებითო და შედგა სალომე ფანჩატური, რომელიც რა თქმა უნდა იგივე ბედის გამზიარებელი იქნება, რაც შალიკოს ფანჩატურს და იმ მუსტანგს ეწია, რომელიც ჰყავს ხაზარაძეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner