logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: სალომე ზურაბიშვილი ხაბეზე მეტ ხმას კი აიღებს და იყვნენ ასე ერთად, შეხმატკბილებულად და ქართველი ხალხისთვის ნათელი და მარტივი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება
- +

7 თებერვალი. 2024. 12:15

 

 

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხაბეზე მეტს კი აიღებს [ხმებს] და იყვნენ ასე ერთად, შეხმატკბილებულად და ქართველი ხალხისთვის ნათელი და მარტივი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება”, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ქალბატონი სალომე ჩვენ პრეზიდენტად რომ გვინდოდა, მხარი დავუჭირეთ, რომ გაგვეყვანა. მივხვდით რა, რომ ვერ იგებდა, შემდეგ უკვე მოგვიწია გადამალვა და ბილბორდებზე ჩვენი ლიდერები იყვნენ. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რა რეიტინგის და რა მხარდაჭერის პატრონი იქნება ქალბატონი სალომე. მგონია, რომ [სალომე ზურაბიშვილი] ხაბეზე მეტს კი აიღებს [ხმებს] და იყვნენ ასე ერთად, შეხმატკბილებულად და ქართველი ხალხისთვის ნათელი და მარტივი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესს“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner