logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი სუსის მიერ გახსნილი საქმის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე: ეს არის ერთიანი გეგმა, რომელიც მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ
- +

7 თებერვალი. 2024. 12:42

 

მმართველ გუნდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილ საქმეზე გამოხმაურებებს აფასებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის მორიგი ნაწილია.

 

„ეს არის ერთიანი გეგმა, რომელიც მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ. ეს არ არის ახალი. ამას ვაკვირდებით უკვე ძალიან დიდი ხანია. მთელი კამპანიაა, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოსა და მისი სტრატეგიული მიზნების წინააღმდეგ. ამის ნაწილები არიან, როგორც ზოგიერთი ვითომდა მედიის წარმომადგენელი, ასევე სააკაშვილი და ყველა ის თემა, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ფიგურირებს“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს. იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში. ნაწილის გატანა სცადეს, ნაწილზე კი დამკვეთმა გადაწყვეტილება შეცვალა და თბილისში დატოვეს.

 

უკრაინის ხელისუფლება, მესამე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილ საქმეზე დუმს. ოფიციალური განმარტებები უკრაინის მხრიდან არ კეთდება, თუ რა მიზნით უწევდა ორგანიზებას უკრაინის სახელისუფლებო პარტიის წევრი საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ფეთქებადი ნივთიერებების გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გიორგი კანდელაკისა და ეკა გიგაურის ორგანიზაციის თანამშრომლის შემდეგ, კამპანიაში „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტი ჩაერთო და ხელისუფლების რუსეთთან კავშირების შესახებ დაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner