logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება, რომელსაც ადგილი ექნება აზერბაიჯანში
- +

7 თებერვალი. 2024. 13:04

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება, რომელსაც ადგილი ექნება აზერბაიჯანში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„ჩვენი დელეგაციის ერთი ნაწილი აზერბაიჯანში არჩევნებს აკვირდება ეუთოს ეგიდის ქვეშ, მეორე ნაწილი აკვირდება სუამის ეგიდით, ხოლო მესამე ნაწილს, აქვს ორმხრივი მოწვევა. ჩვენთვის აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მეზობელი, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება, რომელსაც ადგილი ექნება აზერბაიჯანში“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებს ქართული დელეგაციაც აკვირდება, რომლის წარმომადგენლებიც ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე აზერბაიჯანში არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner