„აზერბაიჯანში არჩევნები წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„08:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები, არის სიმშვიდე. მოქალაქეები აძლევენ ხმას სასურველ კანდიდატს. არჩევნები მიმდინარეობს წყნარ ვითარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობები და ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებოდეთ ქალაქ ბაქოში, სადაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებს ქართული დელეგაციაც აკვირდება, რომლის წარმომადგენლებიც ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე აზერბაიჯანში არიან.