logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი ცდილობს, დაქსაქსული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ადმინისტრაციის საშუალებით გააერთიანოს
- +

7 თებერვალი. 2024. 13:09

 

 

ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ გზით სალომე ზურაბიშვილი მის სტატუსთან შეუთავსებლად მოქმედებს და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებას ცდილობს.

 

„პრეზიდენტი ცდილობს, დაქსაქსული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ადმინისტრაციის საშუალებით გააერთიანოს, მათი გაერთიანების მცდელობა ბევრჯერ გვაქვს ნანახი, იყო ნათელაშვილის ფანჩატური და დღეს პრეზიდენტს წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტის სასახლე ფანჩატურად უნდა იქცეს.

 

მისი იდეა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თურმე, დიდი ხანია, პრეზიდენტი პირდაპირ ახორციელებს სწორედ იმ ქმედებებს, რაც მის კონსტიტუციურ სტატუსთან არის შეუთავსებელი. ეს ის რეალობაა, რაც გვაქვს. იმის დარწმუნებით, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევას უხეშად აგრძელებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანი არ არის პროგნოზირებადი, იმპულსურია და არ შეუძლია სტაბილურად თავისი მდგომარეობა დაინახოს. იქიდან გამომდინარე, როცა ის ასეთი არასტაბილური ხასიათის ადამიანია, მასზე გარე აქტორები გავლენას ახდენენ და მოწყვლადი ხდება გარე აქტორების ზემოქმედების შედეგად. ამიტომ ვერ ასრულებს პრეზიდენტი მის უფლებამოსილებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner