logo_geo
eng_logo
ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა
- +

7 თებერვალი. 2024. 14:02

 

 

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ ცნობილი მომღერლები.

 

ვაჟა აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner