„თქვენ რატომ არ წამოხვედით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბუჩასა და ირპენში? შეგეშინდათ?“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით ხაჯიშვილს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, სადაც ხაჯიშვილმა ილია დარჩიაშვილს დაუსვა კითხვა, რატომ არ ჩადის უკრაინაში.
„მინდა, დავით ხაჯიშვილს მივმართო რიტორიკული შეკითხვით, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით რიგით მეორე საპარლამენტო დელეგაცია ბრიტანეთის შემდეგ, რომელიც ჩავიდოდა ბუჩასა და ირპენში. ამისთვის გამოიყო ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლება იყო აღფრთოვანებული. ჯერ კიდევ ირპენსა და ბუჩას ცეცხლი ეკიდა. ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო იმ დელეგაციაში მონაწილეობა, რომელიც ბუჩასა და ირპენში ჩვიდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც „ქართული ოცნება“ უფრო მცირე ვიყავით წარმომადგენლობით და მივეცით სხვებს წამოსვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა ოდიშარიამ.