logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა
- +

7 თებერვალი. 2024. 14:15

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის. ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner