logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი
- +

7 თებერვალი. 2024. 14:34

 

 

უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი. უმძიმესი მდგომარეობაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.

 

„ჩამოსვლის მთავარი ამოცანა არის, გაირკვეს, [არის თუ არა ადგილზე] ყველაფერი, რაც აუცილებელია სამძებრო სამუშაოების მხრივ, როგორია ადამიანების საჭიროება, მომავალი რისკის განსაზღვრა და, შესაბამისად ადამიანების დაცვა. ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner