logo_geo
eng_logo
ბაღდათის მაჟორიტარი: მთლიანად გამოიკვლევენ არა მარტო ამ ფერდს, მთელ მიდამოებს. აქამდე შენიშვნა არ ყოფილა რომ მეწყერსაშიში ზონა იყო
- +

7 თებერვალი. 2024. 14:36

 

 

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ბაღდათში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. როგორც წაქაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, ადგილს, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სპეციალისტები შეისწავლიან.

 

„მთლიანად გამოიკვლევენ არა მარტო ამ ფერდს, მთელ მიდამოებს. აქამდე შენიშვნა არ ყოფილა რომ მეწყერსაშიში ზონა იყო. როგორც მოსახლეობამ აგვიხსნა, 20 წამში მოხდა ყველაფერი. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, წამოვიდა ნიაღვარი, მდინარე ჩახერგა და მასა მდინარის მეორე ნაპირზე გადაიტანა. თვითონ წყალმა გაანგრია მდინარის კალაპოტი“, - აცხადებს წაქაძე.

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მაშველები ისევ ეძებენ ხუთ ადამიანს. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner