logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: დაუჯერებელია! გილოცავთ!
- +

13 სექტემბერი. 2016. 22:07



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წერს:



„ალბათ აქ არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც დასჭირდება დამატებითი ახსნა იმის, თუ რას ნიშნავს ეს წარმატებული მოლაპარაკებები ჩინეთთან.

ეკონომისტები ჩემზე უკეთ იტყვიან - მაგრამ დაუჯერებელია, რომ ეს ხელშეკრულება შედგა!!!

გილოცავთ!!!



ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები ჩინეთთან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა და საქართველოს გაეხსნა 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი.


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს თუ 2.5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტს გეგმავდა საქართველო, 8 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი 3.5 მილიონ ბოთლს აჭარბებს.


ჩინეთთან 7 თვეში, უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი. ეს არის 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინეთის ბაზარზე. 8 თვის მონაცემებით, უკვე 3.5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner