logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ტრაგედიის გამო, სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა
- +

7 თებერვალი. 2024. 15:55

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და საზოგადოებას.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

 

გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner