logo_geo
eng_logo
სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
- +

7 თებერვალი. 2024. 17:14

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მაშველები ოთხ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის ნაპოვნია ხუთი ცხედარი, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე.

 

იმერეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, მიწის მასაში მოყოლილია ოთხი საცხოვრებელი სახლი.

 

სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner