ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მაშველები ოთხ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის ნაპოვნია ხუთი ცხედარი, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე.
იმერეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, მიწის მასაში მოყოლილია ოთხი საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან.