logo_geo
eng_logo
დავით ზილფიმიანი ირაკლი კობახიძეს: მინდა, წარმატება გისურვოთ, თქვენი გუნდი თუ მოინდომებს, ბევრი რამის გაკეთება შეეძლება
- +

7 თებერვალი. 2024. 19:22

 

 

დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს წარმატება უსურვა და პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, იმ ოთხი საკითხის შესახებ ისაუბრა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

„ჩემთვის როგორც ერთი დეპუტატისთვის, კომფორტულია, ზოგიერთ საკითხს შევეხო და კითხვა დავსვა. მთავრობის ბევრი წევრი, პირადად თქვენ, ჩვენი წიაღიდან ბრძანდებით და ბევრჯერ შევხებივართ ამ საკითხებს ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში. მე ისევ იგივე საკითხებზე მოვახდენ აქცენტირებას რასაც ოთხი წელია ვეხები. ბევრ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და თქვენმა წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი საქმე ნამდვილად დაძრა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თუ კითხვებს ისე ჩამოვაყალიბებთ როგორც ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მოიცავს უფრო მარტივი და უკეთესი იქნება. პირველ რიგში იმ ტექნოლოგიებზე ვისაუბრებ, რაც ხდება მსოფლიოში, ვხედავთ როგორ ვითარდება სამხედრო სფერო, შესაძლოა თავდაცვის ბიუჯეტი პატარა გვაქვს, სამაგიეროდ ტერიტორიაც პატარა გვაქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა ბევრი ტექნოლოგიური სიახლე მარტივად ინერგებოდეს.

 

თავდაცვის სისტემები უფრო ტექნოლოგიებზე უნდა იყოს დაყრდნობილი. თქვენ შესანიშნავად ხედავთ როგორი წარმატებით იცავს ისრაელი თავის ცას და თავის თავს, იმიტომ რომ სწორი აქცენტი აქვს თავდაცვის ტექნოლოგიების დანერგვაზე. მე იმედი მაქვს ამ კუთხით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი მეტ აქცენტირებას მოახდენს.

 

მეორე საკითხი, რომელზეც დაწყებულია მუშაობა არის განათლების და მეცნიერების სფერო, მინისტრი კარგად არის ინფორმირებული ყველა ამ საკითხზე, რადგან ისიც ჩვენი საპარლამენტო წიაღიდან არის. თუ წლის ბოლომდე შევძლებთ სკოლაში უფასო კვების საკითხის მოგვარებას, ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მესამე საკითხი მეცნიერებას ეხება, 2006 წელს ევროპის ანალოგიით საქართველოში ჩამოყალიბდა კოსმოსური სააგენტო, ეს მონიტორინგის სისტემების ავანგარდია, იმის კვალობაზე რომ დღეს ბუნებრივი პროცესები შეუქცევადი გახდა კოსმოსური სააგენტო აღსადგენია. თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის ვართ, ვისაც მონიტორინგის ეს სისტემა არ აქვს და ხელი არ მიგვიწვდება ინფორმაციაზე - რა წინამორბედები შეიძლება ახლდეს ბუნებრივ კატაკლიზმებს. ჰაერივით მნიშვნელოვანია წვდომა გვქონდეს ყველა ინფორმაციაზე რომელიც მოიპოვება, მაგრამ უფასოდ არავინ მოგვცემს თუ ჩართული არ ვიქნებით ასეთი ტიპის რგოლით საერთაშორისო ქსელებში. ამიტომ ძალიან გთხოვთ წინ წაიწიოს ამ საკითხზე მუშაობამ.

 

მეოთხე საკითხია, სამართლიანობის აღდგენის განცდა. მე პირადად ვიყავი 13 წლის წინ უსამართლობის მსხვერპლი და დღემდე არ დამდგარა სამართლიანობა. 13 წელია სასამართლოს ველოდები და როცა მე ველოდები ამდენი წელი სამართლიანობის აღდგენას, სხვა რა მდგომარეობაში იქნება? სამართლიანობის აღდგენით ბევრი რამე წავა წინ. მინდა წარმატება გისურვოთ, ბევრი უნარი გაქვთ თქვენ და საერთოდ თქვენი გუნდი თუ მოინდომეს ბევრი რამის გაკეთება შეეძლება“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner