აშშ-ში, კალიფორნიის შტატში რადარებიდან გაქრა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 5 საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. ამის შესახებ ABC News-ი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსზე დაყრდნობით იტყობინება.
CH-53E Super Stallion-ის ტიპის ვერტმფრენი ლას-ვეგასიდან გაფრინდა და სან დიეგოს მახლობლად, მირამარის ავიაბაზაზე უნდა ჩაფრენილიყო.
სან დიეგოს ოლქის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, მათთან შეტყობინება ადგილობრივი დროით 01:50 საათზე შევიდა, თუმცა სამძებრო ვერტმფრენი შტორმის გამო ადგილზე ვერ ჩავიდა, ახლა კი ოპერაცია მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით მიმდინარეობს.