ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.
ამის შესახებ „იმედის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.