logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ხშირად ამბობს, თითქოს კობახიძის გუნდი სხვა არის, ღარიბაშვილის გუნდი სხვა არის - ეს არის ერთი გუნდი და თუ კარგად დააკვირდებიან ევროპას, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, იქაც იგივე ხდება
- +

7 თებერვალი. 2024. 23:44

"ოპოზიცია ხშირად ამბობს, თითქოს კობახიძის გუნდი სხვა არის, ღარიბაშვილის გუნდი სხვა არის - ეს არის ერთი გუნდი და თუ კარგად დააკვირდებიან ევროპას, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, იქაც იგივე ხდება. ბრიტანეთში შეცვალა ჯონსონი ლიზ ტრასმა, შემდეგ მოვიდა სუნაკი - არ მოჰყოლია ამას მთავრობის გადახალისება და სანამ არ მოვა სხვა გუნდი, გარკვეული ცვლილებები იქნება გუნდის შიგნით. ეს არის ნორმალური, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესი," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

 

„სამთავრობო პროგრამა განახლებულია, ახალი არ არის, იმიტომ რომ შეუძლებელია ყოველ ცვლილებაზე, მთავრობის პროგრამა იცვლებოდეს. ეს არის ერთი გუნდი, ერთი ქვეყანა, ერთი ხელისუფლება, შესაბამისად, იწერება მრავალწლიანი პროგრამა, რომლის განხორციელება უნდა იყოს ქვეყნის ამოცანა, თუ განვითარება გვინდა. ბუნებრივია, ეს პროგრამა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა შესრულდა, და ახალი ამოცანები ირჩევა. მეორე მხრივ, ცხადია, ეს არ არის სახარება, რომლის არც ერთი ასო არ უნდა შეიცვალოს. ის მუდმივ კორექტირებას უნდა განიცდიდეს, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ერთი პროგრამა. ისევე როგორც ადგილზე რჩება ის გუნდი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში უზრუნველყო ისეთი ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რომლის მსგავსი არ აქვს ამ ეტაპზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, რომ არაფერი ვთქვათ მთავარზე - მშვიდობის შენარჩუნებაზე და ქვეყანაში განვითარების პერსპექტივის შექმნაზე. ოპოზიცია ხშირად ამბობს, თითქოს კობახიძის გუნდი სხვა არის, ღარიბაშვილის გუნდი სხვა არის - ეს არის ერთი გუნდი და თუ კარგად დააკვირდებიან ევროპას, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, იქაც იგივე ხდება. ბრიტანეთში შეცვალა ჯონსონი ლიზ ტრასმა, შემდეგ მოვიდა სუნაკი - არ მოჰყოლია ამას მთავრობის გადახალისება და სანამ არ მოვა სხვა გუნდი, გარკვეული ცვლილებები იქნება გუნდის შიგნით. ეს არის ნორმალური, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესი.

 

 

ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გამოწვევა. პირველი არის ყველაზე მთავარი - შევინარჩუნოთ მშვიდობა, იმიტომ რომ არ დამთავრებულა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები და გარკვეული პროვოკაციები. თუნდაც ის ფაქტი, ორი დღის წინ სუსმა რაც აღმოაჩინა, როდესაც საქართველოს გავლით ხდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანა და რაღაც ნაწილი აქ რჩებოდა, რა პროვოკაციაზე იყო გათვლილი და რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა, არ ვიცით. მეორე საკითხი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომლის გარეშეც არც ევროკავშირი იქნება და ძალიან ძნელი იქნება ნორმალურ მომავალზე საუბარი. მესამე არის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელიც, ერთი მხრივ, დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკის განვითარებასთან. ღარიბ და ღატაკ ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს, რამდენიც არ უნდა წინასწარი გველაპარაკონ. თუ არ არის ეკონომიკა იმ დონეზე, რომელიც ოდნავ მაინც თავსებადი იქნება ევროკავშირის საშუალო ცხოვრების დონესთან, არავინ გააღებს ევროკავშირის კარს. ამ სამი მიმართულებით ველოდებით ყველაზე მეტად მთავრობის ეფექტურ მუშაობას“, - აღნიშნა სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner