logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, როდესაც ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩნდნენ და მისი სახე მთლიანად გაქრა - ეს მასაც უნდა ახსოვდეს
- +

7 თებერვალი. 2024. 23:47

"საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო, მოდი, ავირჩიოთ არაპარტიული ადამიანი - ეს იყო ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი სალომეზე შეჩერდა. მეორე მიზეზი იყო ის დიდი პატივისცემა, რომელიც გვაქვს იმ დიდი ქართული ემიგრაციისადმი - მოვახდინოთ როგორმე პირველი რესპუბლიკის და დღევანდელი საქართველოს გაერთიანება და ამის სიმბოლო თითქოს უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხალხმა ეს არ მიიღო," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ წააგო ზურაბიშვილმა პრაქტიკულად პირველი ტური და მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა მისი გამარჯვება, როდესაც ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩნდნენ და მისი სახე მთლიანად გაქრა.

 

 

„მე დავუდასტურე პატივისცემა სალომე ზურაბიშვილის წინაპრებს, მაგრამ გახსოვთ ალბათ ის ინტერვიუ, როდესაც მან თქვა, რომ ოდნავ ზემოთ დგას, ვიდრე ხალხი. ეს არ იყო მისი როგორც პრეზიდენტის პოზიცია. მას ეს აროგანტულობა აქვს იმ წუთიდან, რაც ის ჩამოვიდა საქართველოში და მიიღო მოქალაქეობა. ამას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ როგორც პატივისცემას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ ქვეყნიდან, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელმაც იბრძოლა საქართველოსთვის, ასევე პატივისცემას იმსახურებენ ისინი, ვინც აქ დარჩნენ. მიხა ხელაშვილი არ წასულა, ბიძინა პირველი, რომელიც სვანეთში აჯანყებას ხელმძღვანელობდა, ასევე არ წასულა და დაიღუპნენ, ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადარჩა. ერთიანად არის საქართველო და ზემოდან არავინ არავის არ უნდა უყურებდეს. ამის შეხსენება მინდოდა სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს მისი პოზიციაა, და არა იმ დიდი ადამიანების - აქედან ემიგრაციაში წასულების შთამომავლები ასე არ იქცევიან. მინდოდა შემეხსენებინა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი და რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა მისი შვილების თანამდებობრივ დაწინაურებას. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და ასე ადვილად არ ტყუვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში 2%-ს არ მიიღებდა ზურაბიშვილი 2006 წლის არჩევნებზე. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო, მოდი, ავირჩიოთ არაპარტიული ადამიანი - ეს იყო ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი სალომეზე შეჩერდა. მეორე მიზეზი იყო ის დიდი პატივისცემა, რომელიც გვაქვს იმ დიდი ქართული ემიგრაციისადმი - მოვახდინოთ როგორმე პირველი რესპუბლიკის და დღევანდელი საქართველოს გაერთიანება და ამის სიმბოლო თითქოს უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხალხმა ეს არ მიიღო. ამიტომაც წააგო მან პრაქტიკულად პირველი ტური და მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა გამარჯვება, როდესაც ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩნდნენ და მისი სახე მთლიანად გაქრა. ეს მასაც უნდა ახსოვდეს და უნდა შეეშვას ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას“, - აღნიშნა სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner