logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს ხედავს არა როგორც მიზანს, არამედ ინსტრუმენტს, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ
- +

8 თებერვალი. 2024. 00:17

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს ხედავს არა როგორც მიზანს, არამედ ინსტრუმენტს, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ ამ პროცესისგან," - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ ექნება.

 

 

„თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რაღაცაში წარუმატებელი იქნება, მათ რამე მოემატებათ. ამ ფორმულით მოქმედებდნენ ისინი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და არც დაუმალავთ. როცა სტატუსი მივიღეთ, რამდენიმე პოლიტიკოსი ხმამაღლა მოთქვამდა, ეს რა დაგვემართა და ახლა რაღა გვიჭირავს ხელშიო. ახლა შემდეგი ეტაპები და ხდება მცდელობა, რომ ეს ეტაპები გამოიყენონ და დახატონ ისე, თითქოს „ქართული ოცნების“ პირობებში არაფერი გვეშველება. მთავარი მზიანი არ არის მხოლოდ რაღაც ეტაპების გავლა, არამედ როდის და როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ამისი გზა არის ის, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობდა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად მზად, რომ გაუძლოს იმ კონკურენციას. დასამალი ხომ არ არის, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. მთავარია ის, როგორ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის. დღეს სპეკულირებდნენ მაგალითად მიგრაციის საკითხით. ეს ყველაფერი რომ არ იყოს, ამიტომ გვჭირდება მეტი ცოდნა - რა პროცესები გაიარეს ამ ქვეყნებმა, რომ არ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ნეგატიურად წარმოჩენა და დაზიანება და ჩვენი საზოგადოებრივი აზრის შეცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner