logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ, ჩაბეჭდონ ადამიანების თავებში, თითქოს ჩვენ რაღაცით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი
- +

8 თებერვალი. 2024. 00:18

"ძალიან ხშირად ვხედავთ სპეკულაციებს ისეთ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. დღესაც კომიტეტზე გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი და არაერთხელ გაჟღერდა უბრალოდ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან მოლაპარაკებების პროცესში, რაც სიმართლეს არ შეეფერება. რაღაცნაირად ცდილობენ ხოლმე, ტემპერატურა აწიონ და ჩაბეჭდონ ადამიანების თავებში, თითქოს ჩვენ რაღაცით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და ეს სხვაობა იმხელაა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება მისი შევსება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

„ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობა და ევროკავშირის კონტექსტში მათთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო მთავარი იდეა იმ კონფერენციის, რომელიც ჩატარდა საქართველოში. ამის ინიციატორი ქართული მხარე გახლდით. მოვიწვიეთ კოლეგები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რათა გვემსჯელა იმაზე, რა პროცესებს გადიან ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს არის კანდიდატი ქვეყნები, ზოგიერთ მათგანს 10 წელზე მეტია აქვს სტატუსი. უმეტესობა არის მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ მიიღეს სტატუსები, ახლა იწყებს ზოგიერთი მათგანი მოლაპარაკებების პროცესს. სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო - რა პროცესებს გადიან ან გაიარეს, რატომ დასჭირდათ ათწლეული სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე. გვსურს, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რაც გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ორმხრივად საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელზეც ვსაუბრობთ ხოლმე და რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა, რაც სიახლეა ბალკანეთის ქვეყნებისთვის. მათ ეს შესაძლებლობა არ ჰქონიათ აქამდე და ახლა იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენთვის ასევე საინტერესოა, რა პროცესები გაიარეს, მოლაპარაკებები რომ დაეწყოთ, და ვფიქრობთ, ეს საჭიროა, ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს. ძალიან ხშირად ვხედავთ სპეკულაციებს ისეთ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. დღესაც კომიტეტზე გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი და არაერთხელ გაჟღერდა უბრალოდ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან მოლაპარაკებების პროცესში, რაც სიმართლეს არ შეეფერება. რაღაცნაირად ცდილობენ ხოლმე, ტემპერატურა აწიონ და ჩაბეჭდონ ადამიანების თავებში, თითქოს ჩვენ რაღაცით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და ეს სხვაობა იმხელაა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება მისი შევსება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ მოწვეული გვყავდა ევროკავშირის ელჩიც და მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზეც და გარკვეული მიმართულებებით სანიმუშოდ მოიხსენია მთელი რიგი რეფორმები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც უნდა იყოს საყურადღებო“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner