უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრისას მოითხოვა ევროკავშირისგან დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
"მან მოითხოვა დამატებითი საბრძოლო მასალა, დრონები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მობილიზება ჩემი მთავარი პრიორიტეტია. მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო სწრაფად", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.