საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთიანობა ომში გამარჯვების გასაღებია.
"უკრაინამ აჩვენა არაჩვეულებრივი გამძლეობა და საზოგადოების განსაკუთრებული ერთიანობა და დიდი კონსენსუსი მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის ერის მთავარ მიზნებზე. არის პოლიტიკური განსხვავებები, დემოკრატია არის პოლიტიკური განსხვავებები, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთიანობა თქვენი გამარჯვების გასაღებია", - აღნიშნა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ჟოზეფგ ბორელმა.