logo_geo
eng_logo
ფაშინიანი: თუ ადრე ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი ფაქტობრივად ჩვენი რეგიონია და ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას
- +

8 თებერვალი. 2024. 00:44

თუ ადრე ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი ფაქტობრივად ჩვენი რეგიონია და ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

 

 

"გამოდის, რომ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად იქ ყველა მიმართულებაა გაწერილი და ამით გამოხატულია ორი ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ ამ დღის წესრიგში", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner