დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე, პოლიციას ჩაბარდა. ვიდეო კადრებს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.
თევზაძე აცხადებს, რომ ის პოლიციას არ ემალებოდა.
„მინდა დავიცვა პოლიციელის მუნდირი.დღეიდან ვაცხადებს შიმშილობას და მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი.
თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. მიმალვაში არ ვყოფილვარ, გამოვცხადდი. ფიზიკურად არავის გავსწორებივარ.
დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა."- აცხადებს თევზაძე.