„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობის შესახებ და მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა ეფექტურად გაძლიერდება, მსგავსად წინა პრემიერისა.
„ირაკლი კობახიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმდენად ვენდობით, რამდენადაც მის მიერ უკვე წარმატებით განვლილ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ყველა მიმართულებით საინტერესო იყო მისი ხედვები და განსაკუთრებით, დემოგრაფიული კუთხით.
ოპოზიცია კითხვებს სვამდა მხოლოდ მიგრაციაზე, ირაკლი კობახიძე კი საუბრობდა სრულად დემოგრაფიულ პრობლემებზე: შობადობასა და მოკვდაობაზე, ქორწინება-განქორწინებაზე, ემიგრაციასა და იმიგრაციაზე. ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად სიღრმისეულად იცის ყველა საკითხი და ამ უდიდეს პრობლემას როგორ სერიოზულად უდგება, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლებსაც დემოგრაფია მარტო მიგრაცია ჰგონიათ და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად.
ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობის შესახებ და გვჯერა, რომ მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა ეფექტურად გაძლიერდება, მსგავსად წინა პრემიერისა.
როდესაც ასეთი პრემიერი ეყოლება ქვეყანას, საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაც კი მოგვარებადია. დემოგრაფიული საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს და სწორედ ამ საზოგადოებასთან ერთად შეძლებს საქართველოს გენოფონდის გადარჩენას“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.