logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
- +

8 თებერვალი. 2024. 10:48

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად  დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი და განსაკუთრებული სამძიმარი მინდა მიშო ბიძინაშვილის მიმართ გამოვთქვა, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო ამ მიმართულებით და ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ.“  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დაწყებისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner