კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფორმატში გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.